განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ბაგა-ბაღი იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება
RDRC.GE
ბაგა-ბაღი იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.

   75 აღსაზრდელზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

   მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე - ,,დასრულების ფაზაშია შენობის სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები. ჩვენი მიზანია მომავალი თაობა ღირსეულ პირობებში გაიზარდოს".

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 150