განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიელი გურამ შენგელია სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების განხრით American University in Bulgaria-ში გააგრძლებს
RDRC.GE
სამტრედიელი გურამ შენგელია სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების განხრით American University in Bulgaria-ში გააგრძლებს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 17 წლის გურამ შენგელიას შეხვდა, რომელიც მსოფლიოს 7 წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში სრული დაფინანასებით გააგრძლებს.

   სამტრედიელი გურამ შენგელია ,რომელიც ნაბაკევის საჯარო სკოლის წარჩინებული მეთორმეტე კლასელია, სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.17 წლის ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.

   თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გურამს მიღწეული წარმატება მიულოცა.

   დავით ბახტაძე- ,,ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში განათლების პოპულარიცაზია. მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში იყოს ადამიანები ვისაც აქვს სწავლის და ცოდნის შეძენის წყურვილი. მინდა მივულოცო მას ეს წარმატება და ვუსურვო წინსვლა იმ საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც მოიპოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას, მომავალშიც ასახელებს და გამოადგება. მე დიდ მადლობას ვუხდი მის მშობლებს და მშობლიურ სკოლას. ვულოცავ სამტრედიას გურამის მიღწევას, რაც დარწმუნებული ვარ სამაგალითო გახდება ახალგაზრდებისათვის."

   როგორც გურამ შენგელიამ აღნიშნა, დაფინანსების მოსაპოვებლად საკმაოდ რთული ტესტები ჩააბარა და ასეთივე წარმატებით გაიარა გასაუბრებაც.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 126