განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი უახლოესი გზა ამიერიდან ასფალტ-ბეტონის საფარიანია
RDRC.GE
სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი უახლოესი გზა ამიერიდან ასფალტ-ბეტონის საფარიანია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მელაურის თემში შემავალი სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი უახლოესი გზა ამიერიდან ასფალტ-ბეტონის საფარიანია.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე:,, ჩვენთვის პრიორიტეტულია მოსახლეობის მხრიდან შემოსული წინადადებები. მინდა მათ ვთხოვო, რომ გაგებით მოეკიდონ მიმდინარე პროცესებს. ვაცხადებ, რომ სამტრედიაში ეტაპობრივად ყველა შიდა მნიშვნელობის გზა მოწესრიგდება. თუ რომელიმე ქუჩა ამ ეტაპზე ვერ მოხვდა სარეაბილიტაციო ნუსხაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ." საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხდება.

   საგზაო სამუშაოებს ხიბლარის ტერიტორიაზე ორგანიზაცია ,,არქეოპოლისი" ასრულებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 127