სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
დღეს მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ გამართულ საინტერესო კონფერენციას უმასპინძლა.
,,სამტრედიელები საქართველოს სახწლმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში“ N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლისთვის, ნატო ჯამბურიასთვის ინსპირაციის წყარო გახდა, რათა მოსწავლეები დაეინტერესებინა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ მოვლენით.
მოსწავლეებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ამ ისტორიული ფაქტების შესახებ.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, ჩვენი თანაქალაქელი, ზურაბ სანიკიძე. მან საინტერესოდ ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომლის თანამონაწილე თავად იყო. მოსწავლეებმა მოხსენებებში ისაუბრეს იმ სამტრედიელებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი მეიშვილი, N2 საჯარო სკოლის დირექტორი, თეა კარტოზია, საკრებულოსა და მერიის სამსახურების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი შემოქმედება. შესრულდა ქართული ცეკვისა და სიმღერის რამდენიმე თვალაჩინო ნიმუში.