განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლამპარი“–ს სტუმრობა
RDRC.GE
ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლამპარი“–ს სტუმრობა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სსიპ მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლამპარს“ ესტუმრნენ.

   ტკბილეულითა და საკანცელარიო რესურსებით ხელდამშვენებულ სტუმრებს განსაკუთრებული სიყვარულით შეხვდნენ დღის ცენტრის ბენეფიციარები, მით უფრო, როცა მათში უკვე ნაცნობი სახეები დაინახეს.

   ,,აქ ადვილად შეამჩნევთ როგორ გამოხატავენ სიხარულს, სიყვარულს, სითბოს. ეს ჩვენი ბავშვებისთვის ყველაზე დიდი საზრდო და საჩუქარია. მათი თვალსაწიერი და ცნობიერება ფართოვდება, საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი ჩქარდება და ამ პროცესში ჩართული ყველა ადამიანი ერთ აგურს დებს ძალიან დიდ საქმეში, მადლობა თქვენ დღევანდელი დღისთვის,“ აღნიშნავს შუქია თვალაბეიშვილი, რომელიც თავის გუნდთან ერთად სათავეში უდგას ,,ლამპარს.“

   მარლენ ბარამიას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები რამდენიმე დღის წინ პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ დღის ცენტრს. სკოლის სპეციალურ მასწავლებელთა ჩართულობით უკვე დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებაც.

   ,,ეს ბავშვები ჩვენს გულში სახლობენ. მე წინა სტუმრობის დროს დავპირდი მათ, რომ ისევ ვეწვეოდი და დღეს თქვენთან ვართ. ვეცდებით მათი ცხოვრება ჩვენი მცირედი და მოკრძალებული წვლილით ოდნავ მაინც გავაფერადოთ,“ აღნიშნა მარლენ ბარამიას სახელობის N6 საჯარო სკოლის დირექტორმა, ლეილა კუბლაშვილმა.

   დღის ცენტრი ,,ლამპარი“ უკვე 14 წელია ფუნქციონირებს სამტრედიაში და 17 ბენეფიციარს ემსახურება. საგურამოს, ბაღდათისა და თერჯოლის დღის ცენტრებთან ერთად აქაც შშმ ბავშვთა ცნობიერების ამაღლებისთვის დაუღალავად შრომობენ. თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერია პროექტის მხარდამჭერია და თანამონაწილეობით მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 144