განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მე-11 საჯარო სკოლაში დღეს სტარტი აიღო მათემატიკაში სასკოლო ჩემპიონთა ლიგამ ,,კოლხეთის თასი''
RDRC.GE
მე-11 საჯარო სკოლაში დღეს სტარტი აიღო მათემატიკაში სასკოლო ჩემპიონთა ლიგამ ,,კოლხეთის თასი''
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მე-11 საჯარო სკოლაში დღეს სტარტია აიღო მათემატიკაში სასკოლო ჩემპიონთა ლიგამ ,,კოლხეთის თასი''.

   მათემატიკურ ტურნირში როგორც სამტრედიის, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებია ჩართული.

   "კოლხეთის თასის" იდეის ავტორი და აღმასრულებელი დირექტორი გოჩა გაბუნიაა.

   შეჯიბრში თითოეულმა სკოლამ თითო გუნდი წარმოადგინა, ნახევარფინალში ექვსი სკოლა გადავიდა. გამარჯვებული ექვსეული ასე გამოიყურება:

1. მეთერთმეტე საჯარო

2. მესამე საჯარო

3. პირველი საჯარო

4.ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა

5. სამტრედის მეათე საჯარო. 6. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა.

   ჟიურიმ სასკოლო ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ექვსი სკოლის გუნდი ,რომლებიც ნახევარფინალში ვერ გადავიდნენ, ღირსეული მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა.

   სასკოლო ჩემპიონატს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

   დავით ბახტაძ ე- ,,ერთი თვალსაჩინო ფაქტია ყველასათვის, რომ მათემატიკა რთული საგანია სკოლაში, მაგრამ ვინც იცის მათემატიკა, ის წარმატებულია სხვა საგნებში, ასევე მათემატიკის მცოდნე ახალგაზრდებისთვის გამკლავება სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მინდა პედაგოგებს, მშობლებს და ბატონ გოჩას დიდი მადლობა ვუთხრა ამ საუკეთესო ინიციატივისათვის''.

   ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართება.

   ლიგის გამარჯვებულს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდო გადაეცემა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 169