განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მე-11 საჯარო სკოლასთან არსებული პროფესიული სასწავლებელი
RDRC.GE
მე-11 საჯარო სკოლასთან არსებული პროფესიული სასწავლებელი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე , მერის მოადგილე გია მეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა სამტრედიაში მე-11 საჯარო სკოლასთან არსებულ პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრნენ.

   აზიის განვითარების ბანკის ერთ–ერთი პროექტის ფარგლებში ,, პროფესიული განვითარება სკოლებში“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე–11 საჯარო სკოლამ კონკურსში გაიმარჯვა და ამავე სკოლის ბაზაზე პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა.

   მე–11 საჯარო სკოლამ მეგობრული მემორანდუმი გააფორმა კოლეჯ ,, იბერიასთან“ და მომავალი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლებენ,

   ტურიზმი, სტილისტის პროფესია, ელექტრო ინჟინერია, კულინარია და გრაფიკული დიზაინი ეს ის პროფესიებია, რომელთა გრძელვადიან და მოკლევადიან კურსებს გაივლიან სამტრედიელი მოსწავლეები. კოლეჯის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

   ამჟამად გრაფიკული დიზაინის პროფესიას 18 ახალგაზრდა ეუფლება. ,, სამტრედიაში მცხოვრებ ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს პროფესიულ სასწავლებელში არსებულ სხვადასხვა პროფესიას” - აღნიშნა მე–11 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ.

   ,, პროფესიული განათლების განვითარებისთვის ჩვენი ხელისუფლება არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მოხარული ვარ, რომ მოსწავლეთა დაინტერესება დიდია და ამჟამად გრაფიკული დიზაინის პროფესიას 18 ახალგაზრდა ეუფლება. მომავალშიც მხარს დავუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას და განათლებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 121