განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » განახლებული ,,ჩხიკვთა ქორწილი“ სამტრედიის სცენაზე
RDRC.GE
განახლებული ,,ჩხიკვთა ქორწილი“ სამტრედიის სცენაზე
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სამი დღის განმავლობაში სრული ანშლაგით გაიმართა ბავშვთა ვოკალური ანსამბლი ,, იმედის“ მიერ დადგმული ,,ჩხიკვთა ქორწილი“ .

   ანსამბლის პირველი თაობის სოლისტმა და ამჟამად ხელმძღვანელმა ანა აბზიანიძემ აღნიშნული მიუზიკლი პირველად ,რამდენიმე წლის წინ დადაგა, თუმცა ამჟამინდელი ,, ჩხიკვთა ქორწილი“ აბსოლუტურად განსხვავებულია, დეკორაციებითა და სცენარით.

   პრემიერას ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და მუნიციპალტეტის სხვა პირველი პირები. მუნიციპალიტეტის მერმა ანსამბლის ხელმძღვანელს მიულოცა წარმატებული პრემიერა და თანადგომას დაპირდა. ანა აბზიანიძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მონაპოვარია, იმედი და სიამაყეა ერთხმად აღნიშნავდა აღტაცებული მაყურებელი ,, უნიჭიერესი,ენერგიული, ენთუზიაზმით აღსავსევ, პოზიტიურო ადამიანია. ჩვენს მომავალ თაობას უღვივებს ხელოვნებისადმი სიყვარულს,ასწავლის მათ ქართული სიმღერის პატივისცემას. ამაყები ვართ , რომ ანა ჩვენი ქალაქის მკვიდრია“– # 1 სახელოვნო სკოლის დირექტორი ირმა შანიძე . მუსიკოსმა სამტრედიელ მაყურებელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ გემოვნებიანი და მადლიერი მაყურებელი არის მოამავალში მისთვის მოტივაცია, სტიმული დადგეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1929