განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა
RDRC.GE
სამტრედია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,, ლამპარს“ ადგილობრივი ხელისუფლება , მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი და წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

   ტრადიციად ქცეული შშმ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის მერმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად პატარებს ტკბილეული გადასცა . ,, ჩვენი მიზანია გვერდით დავუდქეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მათი ცხოვრება ხალისიანი და კომფორტული გავხადოთ“ –განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.

   სამტრედიის ადგილობრივი წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ნათია პაპავამ ,, ლამპარის“ აღსაზრდელებს სპეციალური ლოგოთი დამზადებული ტორტი და საკანცელარიო ნივთები უსახსოვრა.

   დღეს დღის ცენტრში 15 აღსაზრდელია და მათ მოვლა – განათლებაზე სამი პედაგოგი ზრუნავს. ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს ზრუნვისთვის და მაჟორიტარ კანდიდატს გია მიქელაძეს. დეპუტატმა მუსიკის მასწავლებლის ხელფასი და სამი პედაგოგის სახელფასო დანამატი დაგვიფინანსა“ – აღნიშნა დღის ცენტრის არტ თერაპიის პედაგოგმა შუქია თვალავაძემ. დღის ცენტრის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ბამბით ხელნაკეთი მიქელაძეების გერბი საჩუქრად გადასცა პარლამენტის წევრს გია მიქელაძეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1129