სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა უძღვებოდა
საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძემ ვრცლად ისაუბრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ.
2023 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა ნაშთმა მთლიანობაში შეადგინა 6.129.3 ათასი ლარი მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არსებული ნაშთი შეადგენს 2.082.6 ათას ლარს , ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთი – 4,046.7 ათას ლარს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლების გადასახადები , გრანტები, სხვა შემოსავლები 9 თვის გეგმა 24.025.7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გეგმის 84.8%-ია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს,ინფრასტრუქტურის,საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ცომაიამ ისაუბრა luknet -ისთვის 901 ელექტრო გადამცემი ბოძის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცეემის შესახებ.. აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტი 5 წლის ვადით განისაზღვრა.