განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2017 წლის ადგილობივი ბიუჯეტის შემოსავალი14396,3 ათასი ლარით განისაზღვრა
RDRC.GE
2017 წლის ადგილობივი ბიუჯეტის შემოსავალი14396,3 ათასი ლარით განისაზღვრა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წაროდგენილ საკითხთა შორის ძირითადად ააიპ ორგანიზაციების შიდა მუხლობრივი ცვლილებები დამტკიცდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობივი ბიუჯეტის შემოსავალმა ნოემბრის თვის ჩათვლით 14396,3 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 87,1%–ია. მათ შორის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4364,3 ათასი ლარი, გეგმა 3933,0 ათასი ლარი (111,0%). აღსანიშნავია, რომ მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადია –1013,6 ათასი ლარი, საქართველოს საწარმოთა ქონებაზე ( გარდა მიწისა) შემოსავალი 2144,6 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო მიწის გადასახადმა 1206,1 ათასი ლარით.

   ცვლილებები შევიდა სოციალური პროგრამა და სოციალური დახმარების და გაცემის წესში. აღნიშნული წესი განისაზღვრა სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იდევნილი მოსახლეობისთვის.

   2017 წლის 18 დეკემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩაინიშნეს, სადაც დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1284