განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილი გასართობი სივრცე
RDRC.GE
რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილი გასართობი სივრცე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამტრედიაში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.

   რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილი გასართობი სივრცეებით სარგებლობა უამრავ ბავშვს შეუძლია.

   ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერონ.

   მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი, მოეწყობა ანიმატორების საბავშვო პროგრამა, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

   დღის კულმინაცია იქნება საახალწლო კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი. ,,რეზო და ბავშვები“ მასტერი, ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, თაკო მელიქიშვილი, მარი მამისმედიშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი სამტრედისლების წინასაახალწლო განწყობაზე იზრუნებენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 98