განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საახალწლო ღონისძიები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
RDRC.GE
საახალწლო ღონისძიები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამტრედიაში საახალწლო ღონისძიები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

   ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ლოკაციაზე მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, რომლითაც სარგებლობა უამრავ ბავშვს შეეძლო.

   მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევდა ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინა.

   მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, რამდნიმე ადგილას განთავსებული იყო საახალწლო სათამაშოების სახელოსნო, გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი, მოეწყო ანიმატორების საბავშვო პროგრამა, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

   დღის კულმინაცია იყო საახალწლო კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი. ,,რეზომ და ბავშვებმა“ მასტერმა, ქეთი გომართელმა, ტატო გოდერძიშვილმა, თაკო მელიქიშვილმა, მარი მამისმედიშვილმა და გიორგი ელიზბარაშვილმა სამტრედისლების წინასაახალწლო განწყობაზე იზრუნეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 259