განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის მერმა წითელი ჯვრის ბენეფიციარებს საახალწლო ამანათები გადასცა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის მერმა წითელი ჯვრის ბენეფიციარებს საახალწლო ამანათები გადასცა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ახობაძე ადგილობრივი წითელი ჯვრის ორგანიზაციას ესტუმრა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა წითელი ჯვრის ოცდათექვსმეტი ბენებიციარის საახალწლო ამანათი. პირებს , რომლებსაც ოჯახში მზრუნველობა ესაჭიროებათ ამანათი მოხალისეებმა ადგილზე მიუტანეს, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარს საგანგებოდ გაშლილ სუფრასთან მუნიცპალიტეტის მერმა უმასპინძლა და ამანათები თავად გადასცა.

   ,,შესაძლებლობის ფარგლებში მზრუნველობის საჭიროების მქონე მოქალაქეების გვერდით ვარ და მომავალშიც ვეცდები ვიყო მათ სამსახურში. დამდეგ შობა–ახლ წელს ვულოცავ, ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს ბენეფიციარებს“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის მენეჯერმა ნათია პაპავამ მადლობა გადაუხადა ვალერიან ფოცხვერიას თანადგომისთვის. შეგახსენებთ, ამჟამად ადგილობრივ ორგანიზაციას სულ ოცდათექვსმეტი ბენეფიციარი ყავს, მათზე წითელი ჯვარი და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად ზრუნავს.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 1243