განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილ, კომისიებსა და ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, საკანონმდებლო ორგანოში დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

   სხვადასხვა ა(ა)იპ ორგანოზაციაში შეტანილი შიდა მუხლობრივი გადანაცვლებების დამტკიცების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ 2024 წლის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებაც წარუდგინა საკრებულოს წევრებს. სწორედ ზემოთაღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია გეგმათა ზრდა-შემცირება სხვადასხვა მიმართულებაზე. ცვლილება შეიტანეს სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესში.

   დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ რამდენიმე საკითხი წარმოადგინა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ საკითხი.

   ცვლილება შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის 2024 წლის პროგრამაში. კერძოდ, მრავალბინიანი კორპუსების წყლისა და კანალიზაციის დაზიანებული სისტემის კეთილმოწყობის კუთხით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 73