განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მდინარე ხევისწყალაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა დაიწყო
RDRC.GE
მდინარე ხევისწყალაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა დაიწყო
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტოლების ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაზისუბანში მდინარე ხევისწყალას მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერეს. უშუალოდ სამტრედიის მერის მოთხოვნის საფუძველზე საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწყებულია ნაპირსამაგრი ჯებირის ე. წ გაბიონის მშენებლობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, ბესტი“ ასრულებს.

   ,, ათეული წელია არსებობს პრობლემა. საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს უხვი ნალექის დროს საფრთხე ექმნებათ. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამინისტროებს. საბედნიეროდ სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო, რომელიც უახლოეს ოთხ თვეში დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხიანად შესრულება“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ. მდინარე ხევისწყალაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 800 გრძივ მეტრზე ჩატარდება.

  • კომენტარი: 3
  • ნახვა: 1090