განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქართველოს ისტორიული წარსულის ამსახველი დღეები
RDRC.GE
საქართველოს ისტორიული წარსულის ამსახველი დღეები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, მკითხველთა თეორიულ კონფერენციაზე, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და საქართველოს ისტორიული წარსულის ამსახველი დღეები გააცოცხლეს.

   ქართველი ხალხისთვის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ეს თვალსაჩინო მაგალითი არც 21-ე საუკუნეში კარგავს აქტუალობას და მომავალ თაობებს იმ გმირებს შეახსენებს, რომლებიც ყველაზე ძვირფასს-სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოს! სამაგალითოდ ისიც საკმარისია ვახსენოთ, რომ 1924 წლის აჯანყების აქტიურ მონაწილეს, სახალხო პოეტს, მიხა ხელაშვილს, 2022 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

   დღეს ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მოწვეული სტუმრებისთვის ისაუბრეს ლევან გაბეჩავამ და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა.

   დღევანდელი შეხვედრა 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს მიეძღვნა.

   კონფერენციას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 32