განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » თეატრალური იმერეთი 2024
RDRC.GE
თეატრალური იმერეთი 2024
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ,,თეატრალური იმერეთი 2024,,-ზე სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფია სპექტაკლისათვის ,,პალატა N 6" ნანა რუხაძე დასახელდა, ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის როლის საუკეთესო შემრულებელ მსახიობებად მარიამ ბუტილი და გიორგი შენგელია დასახელდნენ. წელს ფესტივალზე სამტრედიის დრამატული თეატრი ანტონ ჩეხობის ,,პალატა N 6'' წარსდგა. სპექტაკლი რეჟისორმა ლორიტა ჯორჯიკიამ დადგა.

   საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი”, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლევან როხვაძეა, წელს მე-15 ჩატარდა. დახურვის საზეიმო ღონისძიება , ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა,სადაც დასახელდენ გრანპრის მფლობელი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრალური დასები.

   დავით ბახტაძე- ,,სამ ნომინაციაში გამარჯვება ნამდვილად საამაყო და სასიხარულოა. მადლობა რეჟისორს და დასის სრულ შემადგენლობას."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 42