განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა
RDRC.GE
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო.

   ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან ადგილებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა.

   ამ ეტაპზე გომის თემის, სოფელ გომმუხაყრუაში იგება 1100 გრძივი მ. არმირებული ბეტონის საფარიანი გზა, რაც მნიშვნელოვანია ამ დასახლებისთვის.

   პროექტის დასრულების შედეგად ადგილობრივები მიიღებენ კომფორტული გადაადგილებისთვის საავტომობილო გზას.

   გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივეს გაესაუბრა.

   დავით ბახტაძე- ,,ეს და სხვა მრავალი პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება მომდევნო ეტაპზეც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს ასეთ დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანისა და რეალიზაციის პროცესებს.”

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 51