განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვაჟა სტურუა უძღვებოდა. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების კომისიური წესით დამუშავების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა, განკარგულებებში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.

   საკითხთა მეტი წილი ა(ა)იპ ორგანიზაციების განკარგულებებში შიდა მუხლობრივ გადაადგილებებზე მოდიოდა. სუბსიდიის გეგმაში ცვლილებები, მეტ წილად, საშტატო ნუსხის მოწესრიგებით იყო განპირობებული.

   ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა.

   საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ 2024 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ საკითხი წარმოადგინა. მან სხდომის წევრებს გააცნო ის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

   დღესვე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საკითხი წარმოადგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 148