განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარება
RDRC.GE
ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარებამ, უკანასკნელ პერიოდში, ჩვენი მუნიციპალიტეტისადმი ინტერესი გაზარდა.

   ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენილ ტურისტულ კომპანიებს ხელს უწყობს სამტრედიის სტრატეგიული სიახლოვე კოპიტნარის აეროპორტთან, ტურისტული ლოკციების განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

   სამტრედიაში სანიკიძეების მარანს ამჯერად არგენტინიდან და პოლონეთიდან ტურისტული კომპანია ,, nomads4x4'' -ის ვიზიტორები სტუმრობდნენ.

   მარნის მეპატრონემ, ბექა სანიკიძემ სტუმრებთან საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა და დაწვრილებით ისაუბრა მარნის დანიშნულებაზე, ქართული ვაზის ჯიშებზე, მათ მოვლაზე, ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენებაზე. მან ტურისტული ჯგუფების მიღებასა და დახვედრაზეც გაამახვილა ყურადღება.

   ვიზიტორებმა დაათვალირეს შესანიშნავად მოწყობილი ეზო, ყურძნის ხეივანი, მარანი, ღვინის დასაწური ადგილი. დააკვირდნენ ქართულ, ეროვნულ აქსესუარებს, რომელიც სწორედ მეღვინეობაში გამოიყენება.

   უცხოელ სტუმრებს, შეუერთდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა.

   ტურის მონაწილეებმა მარანის მეპატრონეს და მუნიციპალიტეტის მერს, მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისათვის და აღნიშნეს, რომ მარანი სრულად აკმაყოფილებს ტურისტებისათვის მისაღებ პირობებს და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს.

   დავით ბახტაძე- ,,ძალიან სასიამოვნოა და ასეთი ვიზიტები უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ სისტემატიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტურ-ოპერატორებთან და ვაკეთებთ პრეზენტაციებს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ აღნიშნულ კომპანიასთანაც. სანიკიძეების მარანი ტურისტებისთვის მიმზიდველ წერტილს წარმოადგენს. ჩვენის მხრივ ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება ტურიზმის განვითარებისთვის.”

   ბექა სანიკიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს აქტიური თანამშრობლობისთვის და მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 143