განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, სივრცითი მოწყობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ, საკრებულოს წევრებმა მერაბ უღელიძემ და ილო მჟავიამ ტოლების თემში , ეგრეთწოდებულ ქორელის უბანში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მოხრეშვითი სამუშაოები დაათვალერეს. დაზიანებული გზის მოშანდაკება, დაგრეიდერების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მდინარე ხევისწყალას მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე გაბიონის მშენებლობაც მოინახულა. ,, ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, ამჟამად მეორე იარუსის მშენებლობაა დაწყებული. აღნიშნული სამუშაოები სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1080