განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში გრანდიოზულად აღინიშნა
RDRC.GE
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში გრანდიოზულად აღინიშნა
კატეგორია:  სიახლე

1 ივნისთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში  სამზადისი დილიდან დაიწყო. გამგებელმა პატარებს უმასპინძლა. ვალერი ფოცხვერიასთან  პატარების ვიზიტი სასიამოვნო და სახალისო გარემოში წარიმართა.  ბავშვებმა გამგებელს მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს  და ინტერესი დაიკმაყოფილეს. პატარების სტუმრობამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზეიმო განწყობა შექმნა. 

გამგებელთან შეხვერდრის შემდეგ ყველამ ერთად სამტრედიის ,, მომავლის პარკში“ გადაინაცვლა სადაც საგანგებოდ პატარებისთვის მოწყობილ სცენაზე ღონისძიება მიმდინარეობდა.

,,მომავლის პარკში“ მუნიციპალიტეტის გამგეობამ, კულტურის სამსახურის ორგანიზებით, პატარებს ნამდვილი, საბავშვო დღესასწაული მოუწყვეს. პატარებისთვის სპეციალურად მოწვეულმა მსახიობებმა, სხვადასხვა მულტფილმების გმირების ფორმებით ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს და ამ დღეს საზეიმო განწყობაც შესძინეს.

 ,,მომავლის პარკში“ გამართულ კონცერტზე მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღების აღსაზრდელები, ინდივიდუალური შემსრულებლები, სხვადასხვა სიმღერის და ცეკვის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. 

სცენის მიმდებარე სკვერში გამოფენილი იყო სამხატვრო სკოლა–გალერას მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები და თექაზე შესრულებული ნამუშევრები. ასევე მოყვარულ მხატვრებს შეეძლოთ დაეხატათ სპეციალურად მათთვის განთავსებულ მოლბერტებზე. სპეციალურად ამ დღისთვის, პატარები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ ნაყინზე  და  ტკბილეულზე მიიპატიჟა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ პატარებს ბავშვთა დღე და მთელ საქართველოს ნინოობის დღესასწაული მიულოცა.

დღესვე ააიპ  სახლი თანადგომას ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადაეცათ. 

 

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 2941