განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საგზაო–სარემონტო სამუშაოები დაიწყო
RDRC.GE
საგზაო–სარემონტო სამუშაოები დაიწყო
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, სამტრედიის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, ახალსოფელში ე.წ. ,,ტუტამიწაზე" გზის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. 600 მ. გზის საფარის მოწესრიგება დღეს, დილიდან დაიწყო.

   ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალგამტარ ბოგირებს ცვლის და არხების გაჭრას და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერებას ახორციელებს. ↪️მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკის საშუალებით, რომლის შეძენა გასულ წელს მოხდა, სამუშაოები ეფექტურ დროში სრულდება. ექსკავატორ–დამტვირთველი, ,,მაზის" მარკის სატვირთო თვითმცლელი და გრეიდერი იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივი ძალებით სამუშოები გონივრულ ვადებში შესრულდეს.

   ამ დღეებში საგზაო სამუშაოები გაგრძელდება რიონპირის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს. გზების სარემონტო სამუშაოები მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს და მასში შემავალ სოფლებსაც.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1113