განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალსოფლის ბორანი რეაბილიტაციის პროცესშია
RDRC.GE
ახალსოფლის ბორანი რეაბილიტაციის პროცესშია
კატეგორია:  სიახლე

ახალსოფლის ტერიტორიაზე, ზამთრის სტიქიის შედეგად, დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რიონის ორ ნაპირს აერთებს. ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. მერიის დვალებით, ამწუთებში, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს დაათვალიერეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ ლეჟავამ. „ეს ბორანი საქართველოს მასშტაბით შემორჩენილია მხოლოდ სამტრედიაში, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და აუცილებელია მისი მწყობრში მოყვანა. სტიქიის დროს ბორანი ხშირად ზიანდება, თუმცა ყოველთვის ხერხდება მისი აღდგენა“– განაცხადა მერმა. დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ასევე იმყოფებოდა ლაშა თევზაძის ქუჩაზე, სადაც საკანალიზაციო სისტემის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1622