განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დავით კვირცხალია სტუმრად მე–11 საჯარო სკოლაში
RDRC.GE
დავით კვირცხალია სტუმრად მე–11 საჯარო სკოლაში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მე–11 საჯარო სკოლაში ყველასათვის საყვარელ მსახიობს, დავით კვირცხალიას უმასპინძლეს. მშობლიურ სკოლაში ვიზიტი მსახიობმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ გადაცემაში– ,,ხარ თუ არა მე–6 კლაზელზე ჭკვიანი“ მონაწილეობის შემდეგ გადაწყვიტა. მოგებული თანხა მან საქველმოქმედოდ გამოიყენა და სკოლას საჩუქრად ფორტეპიანო და სპორტული ინვენტარი ჩამოუტანა.

   შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა მხატვრული ნომრები წარმოადგინეს, ხოლო პედაგოგებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დავით კვირცხალიასთან ურთიერთობის ამსახველი სამახსოვრო ფაქტები გაიხსენეს. ,,ჩემს თვალწინ გაიარა მთელმა ჩემმა ბავშვობამ. არ მახსენდება არცერთი დღე წარმატებისკენ, ჩემი ქალაქი გვერდით რომ არ დამდგომოდა. მე მიყვარს და ვამაყობ სამტრედიით,“ აღნიშნა დავით კვირცხალიამ. ☑️შეხვერდას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძგური, კულტურის სამსახური უფროსი ნატალია მანჯგალაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი ალექსანდრე თევძაძე.

   შეხვედრის ბოლოს, სკოლის დირექტორმა ლენა ხაჟალიამ, საპატიო სტუმარს, სკოლის სახელით სამტრედიის ენციკლოპედია უსახსოვრა.

   შეგახსენებთ, გადაცემა ,,ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოთხშაბათს და ხუთშაბათს 8 საათზე გადის. როგორც გადაცემის რეჟისორმა თემო კვირკველიამ აგვიხსნა, დღევანდელი საღამოს ამსახველი რეპორტაჟი ეთერში ივნისის ბოლოს გავა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1103