განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
RDRC.GE
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
კატეგორია:  სიახლე

5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე სამტრედიაშიც მასშტაბურად აღინიშნა. მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებული სკვერი დაასუფთავეს. დასუფთავდა ასევე დიდგორის ქუჩა. 

მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცვერია და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ. 

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა , „გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა  და თითოეული ასეთი აქტივობა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ და საზოგადოების აქტიურ ჩართვას.“

 სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ,,დაასუფთავე ჩვენი ქალაქის“  სლოგანით პერმანენტულად აწყობს დასუფთავების აქციებს. 

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა.

 

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1524