განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტრადიციული თათბირი მერიაში
RDRC.GE
ტრადიციული თათბირი მერიაში
კატეგორია:  სიახლე

ტრადიციული თათბირი დღეს სამტრედიის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოების მიმოხილვით დაიწყო. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე სოფლის წარმომადგენლებთან იმსჯელა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გოგიამ. დღევანდელ თათბირზე მერმა გარე ვაჭრობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, ამ კვირიდან უნდა გააქტიურდეს მუშაობა. შესაბამისი სტრუქტურები უკვე მუშაობენ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია. თათბირზე ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა პროექტის ,,ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. პროექტი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის სამტრედიაშიც ხორციელდება და მეწარმე ქალბატონების შესაძლებლობებისა და უნარ–ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სემინარები მეწარმე ქალებისთვის სხვადასხვა თემებზე. ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ გამოფენებში, კონფერენციებში, წარადგენენ და მოახდენენ თავიანთი პროდუქციის რეკლამირებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 855