განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანსამბლი ,,ნანინა“ სამტრედიაში
RDRC.GE
ანსამბლი ,,ნანინა“ სამტრედიაში
კატეგორია:  სიახლე

   ფესტივალის - ბაღია ჩვენი ქვეყანა - ფარგლებში დღეს სამტრედიას ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ნანინა“ სტუმრობდა.

   პროექტის ფარგლებში, ექვსი თბილისური ანსამბლი 5 სხვადასხვა რეგიონში მართავს კონცერტებს. კასპისა და საჩხერის შემდეგ ,,ნანინა“ სამტრედიას ესტუმრა. ანსამბლი, რომელიც 15 წელია რაც არსებობს, ერთ-ერთი პირველია, ვინც ხელი მიჰყო ქართული, ტრადიციული ქალთა რეპერტუარის შესრულებას. როგორც ,,ნანინას“ ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი თეა კასაბური ჩვენთან საუბრისას დასძენს, ,,რთულიაპირდაპირ სცენაზე გადმოიტანო ყველა ტრადიციული სიმღერა, დაიცვა პრინციპები და შესრულების ფორმები, თუმცა ვცდილობთ და ამას ვახერხებთ. ჩვენს რეპერტუარში ტრადიციულთან ერთად საწესჩვეულებო სიმღერებიც მრავლადაა.“

   დღეს ,,ნანინასთან“ ერთად მსმენელის წინაშე სამტრედიის სალოტბარო სკოლის გუნდიც წარსდგა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სწორედ ის მუნიციპალიტეტები აირჩია კონცერტებისთვის, სადაც თავისი სალოტბარო სკოლები და წარმომადგენლობები ყავს. შეგახსენებთ, სამტრედიაში მუშაობა სალოტბარო სკოლამ ბესო მახათაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. გუნდმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის ,,ნანინას“ რეპეტრუარიდან.

   ფესტივალის ორგანიზატორები კულტურისა და სპორტის სამინიტროსთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ტურიზმის დეპარტამენტია, ხოლო პროექტი CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ტარდება.

   კონცერტს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 902