განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მდინარე კაპიტონაზე 2 ხიდი აღდგა
RDRC.GE
მდინარე კაპიტონაზე 2 ხიდი აღდგა
კატეგორია:  სიახლე

   გომის თემში, მდინარე კაპიტონაზე, გასულ ზამთარში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

   მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზურაბ გოგიასთან და გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ზაზა ნიკოლეიშვილთან ერთად აღნიშნული ლოკაციები ახლახან მოინახულა.

   განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, კორმაღალში მცხოვრებმა ნუნუ ჩიტეიშვიმა, რომელიც უკვე 12 წელია საავტომობილო გზას მოწყვეტილია. მისი ოჯახი აქამდე მხოლოდ საფეხმავლო ხიდით სარგებლობდა, რომელსაც რამდენიმე დღეში რკინა–ბეტონის მყარი კონსტრუქცია ჩაანაცვლებს. 

   ხიდების აღდგენითი სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება და კომპანია ,,ევროტექნიკსი" ასრულებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 822