განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » თამბაქოს აკრძალვის მონიტორინგი იწყება
RDRC.GE
თამბაქოს აკრძალვის მონიტორინგი იწყება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური უძღვებოდა. წარმოდგენილი საკითხების კენჭისყრის შემდეგ მათი დეტალური განხილვა შედგა.

   შიდა მუხლობრივი გადაადგილებები შევიდა ე. მანჯგალაძის კულტურის ცენტრისა და ,,სახლი თანადგომას“ განკარგულებებში. სხდომაზე განიხილეს ,,საფრენბურთო კლუბ ჯიკოს“ წლის სუბსიდია. აღსანიშანავია, რომ საქართველოს 27–ე ეროვნულ ჩემპიონატში ფრენბურთში ქალთა შორის– უმაღლესი ლიგა, ფინალურ თამაშში ,,ჯიკომ“ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. საკრებულოს წევრებმა გუნდს გამარჯვება მიულოცეს და პირველობისკენ გზა დაულოცეს.

   დღესვე ცვლილება შევიდა ,,შპს სპორტული კომპლექსი–სამტრედიას“ განკარგულებაში. დეპუტატები სპორტულ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებითაც დაინეტრესდნენ. ამ ეტაპზე დასრულებულია მოედანი, იწყება ტრიბუნების რეკონსტრუქცია და საპირისპირო მხარეს გადატანა.

   სხდომაზე განიხილეს ,,სკოლამდელ დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა–ბაღები) გაერთიანების“ განკარგულებაში შესატანი ცვლილებები. მათ შორის, საუბარი ეხებოდა აღმზრდელთა გადამზადებას აღმზრდელ–პედაგოგებად. პროცესი 2022 წლამდე უნდა დასრულდეს და სპეციალისტებმა ახალი მეთოდოლოგიით უნდა გადაამზადონ საჭირო კადრები.

   დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალი, 7 თვიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებში თამბაქოს აკრძალვის მონიტორინგს ითვალისწინებს. კვლევას ჩვეს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი განახორციელებს. ასევე მოხდება სავაჭრო ქსელის მონიტორინგი. პროგრამის მიზანია, სპეციალური კითხვარების მეშვეობით, გაარკვიოს რა მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონი.

   დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის მაისის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზიც მოისმინეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 776