განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ვალერი ფოცხვერია მე–7 და მე–9 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა
RDRC.GE
ვალერი ფოცხვერია მე–7 და მე–9 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია, ინფრასტურქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ გოგია და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოადგილე ალეკო თევზაძე მე–7 და მე–9 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ.  გამგებელმა  გულდასმით მოისმინა ყველა ის პრობლემა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. სკოლის ინფრასტრუქტურა  და გზა როგორც გამოიკვეთა ორივე საჯარო სკოლისთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა. მე–9 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სოფელში საბავშვო ბაგა–ბაღის გახსნისა და ქუჩაში ზებრა გადასასველის საჭიროებაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ 2018 წელს საბავშვო ბაღი დაფნარის თემში გაიხსნება, ხოლო შემდეგში ახალსოფელსა და ნოღაში. ვალერი ფოცხვერიამ საჯარო სკოლის პედაგოგებს   მხარდაჭერასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.  

დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამტრედიაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 ათასი ლარი  ქალაქის, დაბა კულაშისა და ნაბაკევის თემის გზის მოწესრიგებისთვის დაიხარჯება.  

 

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1606