განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მერიაში თათბირი გარევაჭრობას დაეთმო
RDRC.GE
მერიაში თათბირი გარევაჭრობას დაეთმო
კატეგორია:  სიახლე

   16 ივლისის თათბირზე განხილვის ძირითად თემას წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში ამ მომენტისთვის ყველაზე მწვავე საკითხი – გარევაჭრობა. თათბირს ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, სოფლების წარმომადგენლები და სამტრედიის ბაზრის წარმომადგენლები.

   „ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ საქმეს და ბოლომდე მივიყვანთ“– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების და ახალი შეთავაზების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს უკლებლივ ყველა. მოვაჭრეებს შეეძლებათ ორი ლოკაციის არჩევა: ერთი დაბალ ფასად, ხოლო მეორე დეკემბრამდე უფასოდ. მნიშვნელოვანია ბაზრის ტერიტორიის გათავისუფლება როგორც გარემოვაჭრეებისგან ასევე ავტომობილებისგან. თათბირზე ასევე განხილული იქნა სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემა და ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1026