განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პროექტი მეფუტკრეებისთვის
RDRC.GE
პროექტი მეფუტკრეებისთვის
კატეგორია:  სიახლე

 

   დღეს სამტრედიაში პროექტის – ,,მეფუტკრეობის  მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში ხარისხიანი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების მოცულობისა და ღირებულების ზრდა, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

   აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის, 10-დან 160 სკის მფლობელ მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე), რეგიონებში მოღვაწე მოწინავე მეფუტკრეების საწარმოებში, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების მიერ შედგენილი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს მიხედვით და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს. მონაწილეებმა დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შეავსეს, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან კურსის მსმენელები.

   პროექტის სამიზნე რეგიონებს შორის, რომელშიც მცხეთა–მთიანეთი, კახეთი და რაჭა–ლეჩხუმი მოიაზრება, აქტიურადაა ჩართული იმერეთი და გურიაც. როგორც „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN)–ის პროექტების კოორდინატორი, თეონა ფურცხვანიძე აცხადებს, პროექტში იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. დღევანდელ შეხვედრაზე სამტრედიელმა მეფუტკრეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

   პროექტი წელს, მაისში დაიწყო და 2020 წლამდე გასტანს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 848