განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 10 წელი რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომიდან......
RDRC.GE
10 წელი რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომიდან......
კატეგორია:  სიახლე

   10 წელი რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომიდან...... საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მე–10 აგვისტო სამტრედიაში დაშვებული დროშებითა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მოგონებით აღინიშნა.

   ომმა, რომელმაც 408 ადამიანი, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, 4 სამტრედიელი ჯარისკაციც, ლაშა თევზაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე შეიწირა.

   დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი 10 წლის წინ დაღუპულ თანამემამულეებს. იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და ხაზი გაუსვა რომ გმირებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს სამშობლოსთვის და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს.

   „ჩვენ გვეამაყება, რომ სამტრედიელი ახალგაზრდები საქართველოს გმირები არიან და ვალდებულები ვართ ყოველთვის მათი ოჯახების გვერდით ვიყოთ“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ. შემდგომ მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, სპორტის ახალგაზრდობისა და განათლების სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიელი გმირების საფლავებთან მივიდნენ და ოჯახებთან ერთად მიაგეს მათ ხსოვნას პატივი

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 775