განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია
RDRC.GE
უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის „ჯეო ჰოსპიტალსი“ ინიციატივითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია გაიმართა.

    გომის საჯარო სკოლაში მოსახლეობას საშუალება მიეცა სხვდასხვა პროფილის სამედიცინო დახმარება და კონსულტაცია მიეღოთ, შესაბამისად გამართულ აქციაზე აქტივობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

    „აქციები კვლავ გაგრძელდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოსახლეობას დავეხმაროთ“- განაცხადა სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ლელა ხურციძემ. გომის საჯარო სკოლაში გამართულ „სამედიცინო აქციას“ ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

   „დიდი მადლობა ირაკლი ლაღიძეს, რომელთან ერთადაც მოხდა აქციის დაგეგმვა, ჩართულობისთვის. ჩვენ შევთავაზეთ აქციის მოწყობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ თემში, რომელსაც გომი წარმოადგენს. დღეს აქ ბევრი მოქალაქე მოვიდა და ჩვენ მზად ვართ მათ მხარში დავუდგეთ“- განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 920