განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მდგომარეობა ბაზარში გარევაჭრობის მოწესრიგების შემდეგ
RDRC.GE
მდგომარეობა ბაზარში გარევაჭრობის მოწესრიგების შემდეგ
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ნოე ივანიაძე თბილისის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ობიექტს ესტუმრა.

   დილით აღნიშნულ ლოკაციაზე მას საკმაოდ ბევრი მოვაჭრე და მყიდველი დახვდა. მან ადგილზე მოინახულა ახლადგადმოსული მოვაჭრეები, ასევე ჭანტურიას ქუჩაზე არსებული მდგომარეობა.

   ივლისში ადგილობრივმა მერიამ გააფრთხილა ყველა გარემოვაჭრე, რომ შეიცვლებოდა მათი ადგილმდებარეობა. ისინი გადანაწილდნენ როგორც თბილისის ქუჩაზე, ასევე ცენტრალური ბაზრის შენობაში. „მოსახლეობა ყოველთვის გამოხატავდა მხარდაჭერას, რადგან მათ პირველ რიგში სურდათ ჭანტურიას ქუჩის მოწესრიგება.

   ამ წუთისათვის საგრძნობლად არის გაფართოვებული გზა, მეტად კომფორტულია გადაადგილება როგორც ავტომობილების მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. ასევე კომფორტულია სასურველი პროდუქციის შეძენა შემოღობილ და სუფთა გარემოში.“-განაცხადა ნოე ივანიაძემ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას, მოთხოვნა იყო საკითხი კომპლექსურად ყოფილიყო გადაწყვეტილი.

   შესაბამისად მოწვეული იყვნენ სამტრედიის ორივე ბაზრის წარმომადგენლები და ერთობლივად შემუშავდა გეგმა. რა თქმა უნდა საკითხის ბოლომდე მოგვარება საკმაოდ რთულია, რადგან დღესაც რჩებიან მოვაჭრეები, რომლებიც აკრძალულ ტერიტორიაზე მაინც ახერხებენ პროდუქციის გაყიდვას. თუმცა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ყოველდღიურად აკონტროლებენ ტერიტორიებს და სამწუხაროდ ჯარიმის გამოწერის ფაქტებიც ფიქსირდება. „დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გარევაჭრობა სამტრედიაში უნდა მოწესრიგდეს“- აღნიშნა ნოე ივანიაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 834