განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „აწარმოე საქართველოში“–ფარაგლებში
RDRC.GE
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „აწარმოე საქართველოში“–ფარაგლებში
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „აწარმოე საქართველოში“–ფარაგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის კუთხით.

   საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას უძღვებოდა ქუთაისის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის, სამტრედიის, ხონის და ვანის კოორდინატორი ანდრო ჭარხალაშვილი. მან აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა სარეგისტრაციო ფორმის შევსების ინსტრუქცია და დეტალები, ასევე გააცნო თავად პროგრამის არსი და მნიშვნელობა.

   მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2 სექტემბრამდე. აღნიშნული პროგრამით სახელმწიფოს დაფინანსებით შეიძლება ტექნიკა–დანადგარის შეძენა, ხოლო თანადაფინანსებით შეიძლება კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინვენტარის შეძენა.

   ადრე განაცხადის შეტანა შეეძლო მინიმუმ სამ ადამიანს ერთად, თუმცა ახლა შესაძლებელია ინდივიდუალური განაცხადის გაკეთება. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დაფინანსებული არის დაახლოებით 35 ბიზნეს პროექტი და გაცემული არის 200 000 ლარამდე თანხა.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 21428