განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ღია ცის ქვეშ, მოძრავ სცენაზე შესრულებული კონცერტი
RDRC.GE
ღია ცის ქვეშ, მოძრავ სცენაზე შესრულებული კონცერტი
კატეგორია:  სიახლე

   ღია ცის ქვეშ, მოძრავ სცენაზე შესრულებული კონცერტით პიანისტმა სამტრედიელ მსმენელს მართლაც დიდი საჩუქარი გაუკეთა. შოპენის, ბახის, მოცარტის და ბევრი სხვა კომპოზიტორის კალსიკად ქცეული ნაწარმოები ბრავოსა და ბისის ფონზე შესრულდა.

   პროექტი რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით იმართება და ჯამში 50 კონცერტს მოიცავს. კახეთიდან დაწყებული ტურნე სვანეთში დასრულდება და ქართველ მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ კლასიკური მუსიკა, ქართულ ფოლკლორთან ერთად მსოფლიოში შეუცვლელი ფენომენია.

   ,,კლასიკურ მუსიკას პოპულარიზაცია არ სჭირდება, ის უნდა შეიყვარო..." აღნიშნა 28 წლის პიანისტმა და ხმამაღლა აღიარა, რომ სამტრედიას საუკეთესო მსმენელი ყავს.

   კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, ადგილობრივი ხელისუფლების და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   მსმენელის წინაშე, ექსპრომტად, წარსდგნენ ასევე პიანისტები ირაკლი გოგიბერიძე და ქეთი ზარიაშვილი

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 847