განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური თათბირი
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური თათბირი
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური თათბირი გაიმართა.

   მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ სოფლის წარმომადგენლებისა და სამსახურის უფროსების მიერ დარგობრივად მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

   მერმა მუნიციპალიტეტის სასაფლაოებისა და პანთეონის ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის გაერთიანების ხელმძღვანელს, ელგუჯა კალაძეს ბაღების საშეშე მასალით მომარაგება უმოკლეს ვადებში დაავალა ,,ცნობილია, რომ ბაღების საშეშე მასალით მომარაგების პროცესი დაწყებულია, თუმცა უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს ,‘’ განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსმა, კობა ბიბილეიშვილმა ქუჩების განათების პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ამინდის გაუარესების გამო, კერძოდ ჭექა–ქუხილის დროს დაზიანდა ,,მოგახსენებთ, რომ ტრანსფორმატორებს არა აქვს დამიწება, მოძველებული სისტემაა, რომლის რეაბილიტაცია კომპანია ენერგო–პრო ჯორჯიას ვალდებულებაა. ამის გამო ხშირია, როგორც ქუჩის განათებების, ასევე მოსახლეობის ტექნიკის დაზიანება’’ – აღნიშნა კობა ბიბილეიშვილმა.

   მუნიციალიტეტის მერმა სიტუაციის მოსაგვარებლად კომუნალური სამსახურის უფროსს, ოფიციალური წერილის მომზადება დაავალა ენერგო–პრო ჯორჯიას ადმინისტრაციის სახელზე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 752