განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

RDRC.GE
U18
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის № 12 საჯარო სკოლაში "U18(18 წელს ქვემოთ)–მეტი შეგვიძლია-ბავშვებისა და ახალგაზდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ პროექტის ფარგლებში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მე–9. მე–10 და მე –11 კლასელებმა. მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისეს დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლეს პროირიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება.

  საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აიმაღლეს საარჩევნო კულტურა. პროექტს ახორციელებს: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ორგანიზაციების „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით. სკოლაში საარჩევნო პროცესს კოორდინირებას უწევდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი სოფიო კირთაძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 814