განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს, მერიაში ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
დღეს, მერიაში ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს, მერიაში ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ეკა ლეჟავა უძღვებოდა.

   აუდიტორიამ ინფორმაცია მიიღო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტურიზმის განვითარების გზები და სახეობები. საუბარი შეეხო ტურიზმის სოციალურ–ეკონომიკურ ეფექტებს და ზოგადად, თუ როგორ განვავითაროთ ტურისტული ბიზნესი.

   აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი გაზრდილია სხვადასხვა ტიპის ტურისტულ სახეობაზე, როგორიცაა საოჯახო სასტუმროები, სამედიცინო ტურიზმი, რელიგიული, კულტურული და გასტრონომიული ტურიზმი. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და ინფორმაცია მიეწოდათ იმ პროექტებზე, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება პროექტის -„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“- ფარგლებში მიღებული ქვეგრანტით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 704