განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ბარაქიანი შემოდგომის სითბოთი და სიხარულით აავსეს დღეს სამტრედიის N10 საბავშვო ბაგა–ბაღის აღსაზრდელებმა სათნოების სახლი
RDRC.GE
ბარაქიანი შემოდგომის სითბოთი და სიხარულით აავსეს დღეს სამტრედიის N10 საბავშვო ბაგა–ბაღის აღსაზრდელებმა სათნოების სახლი
კატეგორია:  სიახლე

   ბარაქიანი შემოდგომის სითბოთი და სიხარულით აავსეს დღეს სამტრედიის N10 საბავშვო ბაგა–ბაღის აღსაზრდელებმა სათნოების სახლი. პატარებმა თავშესაფარში მცხოვრები ბებიები და ბაბუები კიდევ ერთხელ ამოგზაურეს ბავშვობაში და მხიარული მელოდიების ფონზე, ცეკვებითა და სახალისო პერფორმანსებით გაააცილეს უხვი შემოდგომა.

   სააღმზრდელო დაწესებულების დღევანდელი გასვლითი აქტივობა, როგორც ბაღის მმართველი, ქეთევან შაშიაშვილი აცხადებს, საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მოხუცების პატივისცემა და სიყვარული პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ მომავალ თაობას.

   დღევანდელ შეხვედრას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მამა შიოს გულმხურვალე ლოცვასთან ერთად სიყვარულით გამთბარი მოხუცების თვალები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ღრმა ადამიანურ ღირებულებებზე. ☑️ღონისძიების დასასრულს მამა შიომ ყველა პატარა წმ. დავით აღმაშენებლის ხატებითა და სანთლებით დაასაჩუქრა და დავითის მხნეობა და გონიერება უსურვა თითოეულ მათგანს.

   აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აღმზრდელები. ბაგა–ბაღი , რომელიც გამორჩეულია ნოვაციებით და პატარებზე მორგებული აქტივობებით , ერთ–ერთი წამყვანია სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 811