განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა
RDRC.GE
საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს ვანის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“- ფარგლებში მიღებული ქვეგრანტით დაფინანსებულ მცირე საწარმოებში მედიატური მოეწყო.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების მსურველთათვის შექმნილი პროექტების ფარგლებში, ვანში სხვადასხვა ტიპის საწარმოები დავათვალიერეთ. როგორც ჩვენმა მეგზურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვანო სანადირაძემ აღნიშნა, სახელმწიფო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ვანში 20 კოოპერატივია დაფინანსებული. კომპეტენტური და პროფესიონალური მიდგომებით, ბატონი ვანო, სოფლის მეურნეობის აღდგენის გზებზე საუბრობს. მედიატურის ფარგლებში მან სწორედ სახელმწიფოს მიერ წილობრივად დაფინანსებულ კოოპერატივებსა და საწარმოებში მიგვიყვანა.

   აგროწარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, მთისძირში მცხოვრები ქეთევან თომეიშვილი სასათბურე მეურნეობასთან ერთად მეღორეობის ბიზნესს აწარმოებს. მეწარმე სეზონურად 200 ტ. კიტრს აწარმოებს და იმ სახელმწიფო პროგრამაზე კმაყოფილებით საუბრობს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოდან 40 პროცენტიანი დაფინანსების წილი მიიღო. მეწარმე სეზონზე 20-მდე ადგილობრივს ასაქმებს, რომელთა საშუალო ხელფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. 

   ლაშა ალანია სასათბურე მეურნეობა ,,სპარტაკის“ გამგეობის თავმჯდომარეა. სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურებთან ერთად ამერიკული ჯიშის მარწყვის, სანანდრიასის მოსავალს ამჟამადაც კრეფს და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აგროწარმოების ხელშეწყობის ფარგლებში 920 ათ. ლარის საპროექტო ღირებულების პროექტიდან 312 ათ. ლარი დაუფინანსდა. უახლოეს დღეებში, ჭყვიშში სასათბურე მეურნეობის პრეზენტაციას და წარმოების გაფართოებას აანონსებს.

   კოოპერატივი ,,თაფლი საჩინო“ თაფლის მინი გადამამუშავებელი საწარმოა. ვანსა და ბაღდათში არსებულ რამდენიმე კოოპერაივს აერთიანებს და ევროკავშირის ბაზრისთვის ერთგვაროვანი თაფლის წარმოებაზეა ორიენტირებული. როგორც საწარმოს ხელმძღვანელი ზვიად სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, საწარმოს დღიურად 4 ტონა თაფლის გადამუშავების პოტენციალი გააჩნია. საჭირო ტექნიკით აღჭურვილი საწარმო თანადაფინანსების და სხვადასხვა სახის პროექტებით სრული დატვირთვით იმუშავებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 688