განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შეტანილი ბოლო კორექტივები დაამტკიცა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შეტანილი ბოლო კორექტივები დაამტკიცა
კატეგორია:  სიახლე

   წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შეტანილი ბოლო კორექტივები დაამტკიცა. სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, ძირითადად ააიპ–ში შესატანი შიდა მუხლობრივი გადაადგილებები დამტკიცდა.

   ცვლილება შევიდა მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივ სოციალურ პროგრამაში. ეს წესი განსაზღვრავს მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს. აქ იგულისხმება მოქალაქეთა სამედიცინო დაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სტუდენტთა დახმარება, უდედმამო ბავშვების დახმარება, ახალშობილთა დახმარება, ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთის ფინანსური დახმარება და სხვა.

   დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების განკარგულებებში შიდა მუხლობრივი გადაადგილებები. ყველა სამუსიკო სკოლას შეუძინეს ფორტეპიანოები. დეპუტატებმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

   დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ წარმატება უსურვა საკრებულოს ახალ წევრს, აკაკი მინაშვილს.

   სხდოამს ესწრებოდნენ საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები, ააიპ–ების ხელმძღვანელები და ბუღალტრები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 706