განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
RDRC.GE
2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
კატეგორია:  სიახლე

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება განახლდა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში ჩატარდება საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები, რის შედეგადაც გამოვლინდება პრიორიტეტული პროექტი, რომელიც დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

   კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ზღვრული ოდენობის, საერთო კრების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია მოცემულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის #3743 ბრძანებაში (იხ. დანართი 1).

   საპროექტო წინადადების წარმოდგენა (საპროექტო წინადადების ფორმა - იხ. დანართი 2) შეუძლია ნებისმიერ პირს 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებში.

   საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით საპროექტო წინადადებების მიღება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

1. სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება;

2. სარწყავი სისტემები;

3. სანიაღვრე არხები;

4. ნაპირსამაგრი სამუშაოები;

5. გზები;

6. ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

7. გარე განათება;

8. სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

9. სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

10. ამბულატორიის შენობები;

11. კულტურის ობიექტები;

12. სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

13. სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

14. წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

15. სასაფლაოს შემოღობვა;

16. თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;

17. მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

   საპროექტო წინადადების წარდგენის ფორმის და ვადების, დასახლების საერთო კრებების/მოსახლეობასთან კონსულტაციების ჩატარების ადგილისა და დროის; ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისა თუ კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებს ან დაუკავშირდეთ მერის ბრძანებაში მითითებულ პირებს სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაციის საშუალებით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 687