განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ბენეფიციარს ეტლები ჩამოუტანა
RDRC.GE
სამტრედიაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ბენეფიციარს ეტლები ჩამოუტანა
კატეგორია:  სიახლე

     დღეს, სამტრედიაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ბენეფიციარს, საერთაშორისო ასოცოაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", და მისმა ხელმძღვანელმა მაია კვეზერელმა, ეტლები ჩამოუტანა.

   აღნიშნულ აქციას ადგილზე უხელმძღვანელა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა. ეტლების გადაცემის პროცესს დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ახობაძე.

   როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა ღნიშნა, ,,ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს მოქალაქეებს. ამ კუთხით, მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს."

   ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის უკვე 26 წელზე მეტია არსებობს და სახელოვან და ღვაწლმოსილ წალბატონებს აერთიანებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 667