განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ძველით ახალი წელი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების პატარებისთვის
RDRC.GE
ძველით ახალი წელი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების პატარებისთვის
კატეგორია:  სიახლე

     14 იანვარი, ძველით ახალი წელი ნამდვილი ზეიმი აღმოჩნდა სამტრედიაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების პატარებისთვის.

   მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სპეციალურად მათთვის, მერის ნაძვის ხე მოეწყო.

   ბავშვების საახალწლო განწყობის შექმნაზე კოსტიუმირებული პერსონაჟები ზრუნავდნენ. განსაკუთრებული ჟრიამულით კი პატარები თოვლის ბაბუს შეეგებნენ, რომლებმაც მათ ტკბილეული დაურიგა.

   ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

   ვალერი ფოცხვერიამ პატარებს საჩუქრები თოვლის ბაბუსთან ერთად დაურიგა და მშვიდობიანი, ხვავითა და ბარაქით სავსე წელი უსურვა სამტრედიელებს.

   დღევანდელ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამტრედიელი მაშველები პატარებთან ერთად სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 761