განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კახი კალაძემ სამტრედიელებს ძველითსაახალწლოდ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.
RDRC.GE
კახი კალაძემ სამტრედიელებს ძველითსაახალწლოდ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.
კატეგორია:  სიახლე

     ჯგუფი ,,მეტეხი“, სოფო ბედია, ლაშა ღლონტი, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი ,,ბანი“ სამტრედიელების წინაშე ცნობილი ჰიტებით წარსდგნენ.

   საახალწლო დღეები სასწაულების გარეშე ნამდვილად არ არსებობს და დღევანდელი დღის კულმინაცია ჯიხაიშელი დავით კოხრეიძის მრავალშვილიანი ოჯახისთვის შეძენილი სახლი იყო. კახი კალაძის საშობაო საჩუქარი ამჯერად 4 მცირეწლოვანს ერგო, რომლებსაც ამიერიდან საკუთარი ჭერი ექნებათ.

   კონცერტის პარალელურად გაიმართა სამტრედიელ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა ,,ტორტიკომ“ რომლის მაგიდას სამტრედიის გერბით დამშვენებული ტორტი ალამაზებდა. უკვე ცნობილი ალკოჰოლური სასმელები წარმოადგინა გიორგი ადამიამ. ხელით ნაკეთობები და ხალხური რეწვის ნამუშევრები ქონდათ გამოფენილი ანა კიზივაძეს და ლევან პაიჭაძეს. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ აღნიშნული პროდუქცია ადგილზე შეეძიათ.

   ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ესწრებოდნენ სტუმრები გუბერნიიდან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 763