განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ორგანიზაციამ ,,გული საქართველოსთვის" სამტრედიაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა
RDRC.GE
ორგანიზაციამ ,,გული საქართველოსთვის" სამტრედიაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა
კატეგორია:  სიახლე

     ორგანიზაციამ ,,გული საქართველოსთვის", რომლის ხელმძღვანელი ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები, მამუკა თოდრიაა, სამტრედიაში საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა.

   საოფისე ავეჯით, თბილი ტანსაცმლით, სათამაშოებითა და სხვადასხვა ტიპის ინვენტარით დატვირთული ორი კონტეინერი სამტრედიაში დღეს დაცალეს.

   მამუკა თოდრია თავის ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად უკვე წლებია საქართველოსთვის საქველმოქმედო აქციებს ახორციელებს. ყოველ ჯერზე გამოგზავნილი ტვირთი გათვლილია საჭიროებისამებრ. ამჯერადაც, ჩამოტანილ ნივთებს შორის მრავლადაა ინვენტარი და სათამაშოები საბავშვო ბაღებისთვის და თბილი ტანსაცმელი სოციალურად დაუცველთათვის. განსაკუთრებული ყურადღება, სხვებთან ერთად, მამუკა თოდრიამ მშობლიურ ტოლებს დაუთმო.

   ჰოლანდიიდან ჩამოტანილი ნივთები უახლოეს დღეებში გადანაწილდება საჭიროებისამებრ.

   ტვირთს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამტრედიაში დახვდა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მამუკა თოდრიას თანამშრომლობისა და ქველმოქმედებისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 764